კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის მხარდასაჭერად 1 მილიონი ლარი გადაირიცხება-საქართველოს უნივერსიტეტი

ნახვები: 1091 უკრაინის მხარდასაჭერად 1 მილიონი ლარი გადაირიცხება-საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს, რომ სტუდენტების სახელით, უკრაინის მხარდასაჭერად 1 000 000 ლარი გადაირიცხება. უნივერსიტეტი განცხადებას ფეისბუქგვერდზე ავრცელებს:

"თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რაზეც დგას საქართველოს უნივერსიტეტი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ჩვენი სტუდენტების წინაშე, რომ მივცეთ მათ არა მხოლოდ კარგი განათლება, არამედ ხელი შევუწყოთ მათი თავისუფალ სამყაროში ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობას. ვთვლით, რომ უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება. ამ ომში ბოროტება აუცილებლად უნდა დამარცხდეს. სტუდენტების, კურსდამთავრებულების, ლექტორების და ადმინისტრაციის სახელით, თანადგომას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. დიდება თავისუფლებას!" - წერია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა