პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ყოფნა

ნახვები: 525 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ყოფნა

გამოვხატავთ შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების გამო, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, ეუთო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საზოგადოების სურვილს გამოხატავს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ყოფნა და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასახავს საზოგადოების ფართო მონაწილეობას და დაფუძნებულია დემოკრატიულ პრინციპებზე, მათ შორის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონის გაუქმებით;

გამოვხატავთ შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში არჩევნების შემდგომი მოვლენების გამო, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობების გამო, რაც დოკუმენტირებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ.”- წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტში „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა