კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუს ტყვეებს დედებს გადასცემენ თუ ისინი შვილებს კიევში ჩააკითხავენ

ნახვები: 364 რუს ტყვეებს დედებს გადასცემენ თუ ისინი შვილებს კიევში ჩააკითხავენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს, კიევში ჩასვლის შემთხვევაში დედებს გადასცემენ.

უწყება Facebook-ზე საკონტაქტო ნომრებს აქვეყნებს, რომლითაც შესაძლებელია ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების ვინაობის დადგენა. სამინისტრო ასევე რუსი ჯარისკაცების დედებისთვის განმარტავს, რა გზით შეუძლიათ ჩავიდნენ კიევში.

"რა უნდა გააკეთოთ, რომ შვილი ტყვეობიდან დაიბრუნოთ:

საჭიროა დარეკოთ მოცემულ ტელეფონის ნომრებზე, რომ გაარკვიოთ ტყვეების სიაშია თქვენი შვილი თუ გარდაცვლილია. აუცილებლად უნდა შეხვიდეთ ტელეგრამის არხზე: Груз 200 https://t.me/gruz_200_rus

ან დარეკოთ ცხელ ხაზის შემდეგ ნომრებზე: +380894201860; +380894201861; +380894201862

ან უნდა გაგზავნოთ წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: Vernis_iz_ukraine@gmail.com

თუ ჩვენგან მიიღებთ დამადასტურებელ პასუხს, რომ თქვენი შვილი დატყვევებულია, ამ შემთხვევაში, რუსი ჯარისკაცების დედები უნდა ჩამოხვიდეთ კიევში.

პუტინის ფაშისტური არმიის შემოჭრისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, კიევამდე ჩამოსვლას შეძლებთ ასე: ჩადით კალინინგრადამდე ან მინსკამდე, შემდეგ ავტობუსით ან ტაქსით მიდით პოლონეთის საზღვრამდე სადაც დაგხვდებიან, ჩამოგაცილებენ კიევამდე და გადმოგცემენ თქვენს შვილს.

ჩვენ, უკრაინელები, პუტინის ფაშისტებისგან განსხვავებით არ ვებრძვით დედებს და მათ ტყვედ ჩავარდნილ შვილებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა