უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

კამჩატკაზე ძლიერ მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა - – საფრთხე გამოცხადდა წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყნებში

ნახვები: 477 კამჩატკაზე ძლიერ მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა - – საფრთხე გამოცხადდა წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყნებში

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, დღეს, 30 ივლისს, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის ადგილობრივი ფილიალის ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდა 8.8 იყო, ხოლო ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 149 კილომეტრში, ზღვის ქვეშ, 17 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მიწისძვრამ კამჩატკის სანაპირო რაიონებში ცუნამი გამოიწვია. დაფიქსირდა 4-მეტრიანი ტალღებიც. ცუნამის საფრთხის გამო სანაპირო ზოლებში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

კამჩატკის მხარის ჯანდაცვის მინისტრის, ოლეგ მელნიკოვის თქმით, მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა კონკრეტული რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

რუსული მედია იუწყება, რომ ცუნამის შედეგად სრულად წყლით დაიფარა თევზის გადამმუშავებელი საწარმო „ალაიდი“.

მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ საფრთხე გამოცხადდა წყნარი ოკეანის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში: იაპონიაში, ჰავაიზე, ჩილესა და ჩრდილოეთ ამერიკის წყნარ ოკეანის სანაპირო ზოლში.

იაპონიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ევაკუაციის ბრძანება გასცა, რაც 1,905,596 ადამიანსა და 21 პრეფექტურას მოიცავს, მათ შორის, ჰოკაიდოს, კანაგავასა და ვაკაიამას პრეფექტურებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა