კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კუპრაძე - მოსამართლე ნინო სახელაშვილს არანაირი გამბედაობა არ ეყოფა იმისთვის, რომ მზია ამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს

ნახვები: 437 ირაკლი კუპრაძე - მოსამართლე ნინო სახელაშვილს არანაირი გამბედაობა არ ეყოფა იმისთვის, რომ მზია ამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის აზრით, მოსამართლე ნინო სახელაშვილს არანაირი გამბედაობა არ ეყოფა იმისთვის, რომ მზია ამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს და ამაღლობელი პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
მისი შეფასებით, მოსამართლე სახელაშვილი რუსული რეჟიმის დავალებას ასრულებს. შექმნილ ვითარებაში კი ერთადერთი იმედი საზოგადოებრივი წნეხია.
„საზოგადოების განწყობა ცხადად ამბობს ერთ მარტივ მოცემულობას - მზია ამაღლობელი არის სისტემის მსხვერპლი, სიმბოლო, რომელიც წინააღმდეგობას წევს და არანაირად არ დაჰყვება შეთავაზებებს, რომელიც რეპრესიული სისტემის მხრიდან კეთდება.
როდესაც იბრძვი, ბრძოლა არის ბოლომდე - მზია ბოლომდე ბრძოლის სიმბოლოდ იქცა!
სახელაშვილ-მურუსიძის სასამართლოს იმედი არც მზიას და არც სხვა არავის არა აქვს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა