კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ნახვები: 514 უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ე.წ. „დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციამ 17 წლის წინ „უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები სუვერენული სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტის ჩადენით“.

„17 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები სუვერენული სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტის ჩადენით. ამ აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკანონო კონტროლის ქვეშ მოექცა. 200 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცა. ეს თავდასხმა კრემლის ახალი იმპერიული პოლიტიკის პირველი მასშტაბური გამოვლინება იყო, რომელმაც მკაფიო სიგნალი გაგზავნა საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლისა და რეგიონში სტაბილურობის შელახვის სურვილის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია ამ პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება იყო.

დღეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება. აგრესორი ქვეყანა არა მხოლოდ ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას ოკუპაციის ზონაში, არამედ აქტიურად ახორციელებს ამ რეგიონების მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და დაპატიმრებებს. უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ე.წ. „დამოუკიდებლობას“.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული ძალისხმევით, საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით და მკაცრი სანქციების დაწესებით იქნება შესაძლებელი რუსეთის იძულება, დატოვოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსი სამხედრო დამნაშავეები უმკაცრესი პასუხისგებაში მივცეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა