კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობას რუსეთს ამ მივცემთ

ნახვები: 520 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობას რუსეთს ამ მივცემთ

უსეთს უკრაინის გაყოფის მეორე მცდელობას არ მივცემთ, ვინაიდან სადაც მეორე, იქ მესამეცაა, პარტნიორები მზად არიან ამაში დაგვეხმარონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“პუტინის ტაქტიკას ყველა კარგად ხედავს: მას სანქციების ეშინია და ყველაფერს აკეთებს, რათა ისინი აირიდოს, მას ომში, მკველობებში პაუზის, ჩვენი მიწის ოკუპაციის ლიგელიზებაში გაცვლა სურს. უკვე მეორედ სურს ტერიტორიული მონაპოვარის მიღება.

მას ყირიმის აღების საშუალება მისცეს, ამან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ოკუპაცია გამოიწვია. მან პრენევციული დასჯა არ მიიღო, როდესაც კონტინგენტს აგროვებდა ჩვენს საზღვრებთან - ამან ფართომასშტაბიანი ომი და უკრაინის დამატებითი ნაწილების ოკუპაცია გამოიწვია.

 

 

ახლა პუტინს სურს, რომ მას ჩვენი ხერნოსის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოქის, ყირიმის დაპრყობა აპატიონ. უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობას რუსეთს ამ მივცემთ. რუსეთს ვიცნობთ - სადაც მეორე, იქ მესამეცაა. ამიტომ მყარად ვდგავართ მტკიცე უკრაინულ პოზიციებზე. ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დავასრულოთ, რომელიც უსაფრთხოების მტკიცე, სანდო არქიტექტურას დაეფუძნება. პარტნიორები მზად არიან ამაში დაგვეხმარონ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს “მაქსიმალურად ძვირად სურს სიკვდილის შეჩერების გაყიდვა”.

“მნიშვნელოვანია, რომ ამან არავინ არ მოატყუოს. საჭიროა არა მკვლელობებში პაუზა, არამედ რეალური ხანგრძლივი მშვიდობა. არა ცეცხლის შეწყვეტა ოდესღაც მერე, თვეების შემდეგ, არამედ დაუყოვნებლივ. პრეზიდენტი ტრამპი ასე მეუბნებოდა და ამას სრულად ვუჭერ მხარს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის “ყველა წინადადებას დაუჭირა მხარი” ჯერ კიდევ თებერვლიდან დაწყებული.

“რუსულ მხარესთან შეხვედრები უზრუნველვყავით, და უზრუნველვყავით კონსტრუქტიულად, [ტყვეებით] გაცვლები გავაკეთეთ და შემდეგს ვამზადებთ. უკვე მეტი გაგებაა სიებზე. შედეგის იმედი გვაქვს. ასევე საჭიროა შედეგი ლიდერების დონეზე - ღირსეული შედეგი, რათა ადამიანთა სიცოცხლეები გადავარჩინოთ, რათა მსოფლიომ შედეგს აფასებდეს და მადლობელი იყო ლიდერის, რომელიც მას მოიტანს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა