კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ამოიღეთ ხმა, თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე-ზელენსკი

ნახვები: 447 ამოიღეთ ხმა, თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე-ზელენსკი

ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც შეეძლო, შეეჩერებინა უკრაინისა და ევროპის ისტორია. რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე თავდასხმა უპრეცედენტო ტერორია.

„ჩვენ ვიბრძვით ძლიერი მტრის წინააღმდეგ, რომელიც აღგვემატება რიცხობრივად, ტექნიკით, თუმცა, ათასი სინათლის წლით შორს არიან ნორმალური ადამიანებისგან, რომელთაც ღირსება აქვთ. უკრაინელებო, ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც შეეძლო უკრაინისა და ევროპის ისტორია შეეჩერებინა. რუსეთის ჯარი თავს დაესხა ევროპაში ყველაზე დიდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. მხოლოდ ეს სადგური უდრის ექვს ჩერნობილს. რუსმა ტანკებმა იცოდნენ, რას ბომბავდნენ. მათ პირდაპირი ცეცხლი გაუხსნეს სადგურს. ეს არის უპრეცედენტო ტერორი. უკრაინაში 15 ბირთვული ბლოკია და როგორც ჩანს, რუს სამხედროებს ჩერნობილის გლობალური ტრაგედია აღარ ახსოვთ.

რუსო ხალხო, მინდა, მოგმართოთ, ნუთუ ეს შესაძლებელია? 1986 წელს ჩვენ ერთად ვიბრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად. უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული დამწვარი გრაფიტი, მსხვერპლი. თქვენ უნდა გახსოვდეთ განადგურებული ელექტროსადგურის თავზე ნათება. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ევაკუაცია პრიპიატიდან და 30-კილომეტრიანი ზონიდან. ნუთუ აღარ გახსოვთ? და თუ არ დაგავიწყდათ, მაშინ ამოიღეთ ხმა. თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვათ, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა