კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ადვოკატი - პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი

ნახვები: 526 ადვოკატი - პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი

ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბიზნესმენის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, საქმესთან დაკავშირებით დამატებით სიახლეებს კიდევ ელოდება.

„პირველივე დღიდან ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. თვეების განმავლობაში ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც არ მიმდინარეობდა სწორი მიმართულებით, პირიქით, მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ და საქმიდან გამოერიცხათ, რათა დამკვეთები პასუხისგებაში არ ყოფილიყვნენ მიცემულნი. ჩვენ ასევე, მოვითხოვეთ პროკურორის აცილება, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, იყო დაინტერესებული პირი საქმის შედეგით, მისი მიზანი იყო მხოლოდ გელა უძილაური ყოფილიყო პასუხისგებაში მიცემული და ჩაეფარცხა აღნიშნული უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, პროკურორის აცილების შემდეგ გამოძიება სწორ გზას დაადგა. შეიცვალა კვალიფიკაცია, გამოძიება გაგრძელდა შეკვეთილი მკვლელობის მუხლით და ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელიც აქამდე უნდა ჩატარებულიყო. მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი.

გამოძიება გრძელდება. საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ სიახლეებს ველოდები. როდესაც სხვა კითხვებსაც გაეცემა პასუხი, ასევე როდესაც საქმის ახალ მასალებს გავეცნობი, მე უკვე საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში ყელა დეტალთან დაკავშირებით. არის რაღაც დეტალები, რომლებზეც გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე დღეს ვერ ვისაუბრებ“,- განაცხადა ადვოკატმა.

შსს-ს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.

გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. გიორგი მიქაძე დაკავებულია, ხოლო დავით მიქაძე საზღვარგარეთ იმყოფება, რომელსაც დაუსწრებლად წარედგინება ბრალი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა