კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისადმი მხარდამჭერ განცხადებებში-კელი დეგნანი

ნახვები: 301 საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისადმი მხარდამჭერ განცხადებებში-კელი დეგნანი

საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისადმი მხარდამჭერ განცხადებებში, ვნახეთ გულუხვი ჰუმანიტარული მხარდაჭერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

​კელი დეგნანის თქმით, საქართველოს მკაფიო განცხადებები გაერო-ში, ეუთო-ში და სხვა მრავალმხრივ ფორუმებზე იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებები ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ერთად დგომის კუთხით ამ კრიტიკულ დროს.

„საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო თავის მხარდამჭერ განცხადებებში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვნახეთ გულუხვი ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინაში და საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ. ჩვენ ძალიან მივესალმებით საქართველოს მკაფიო განცხადებებს გაერო-ში და ეუთო-ში და სხვა მრავალმხრივ ფორუმებზე. ეს იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებები ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ერთად დგომის კუთხით ამ კრიტიკულ დროს. ჩვენ გვჭირდება ერთიანობის დანახვა. მნიშვნელოვანია აქ, საქართველოში შესაძლებლობების გამოყენება, რომ მოხდეს პოლარიზაციის გვერდზე გადადება, ერთად დადგომა იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისთვის და ევრო-ატლანტიკური საზოგადოებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მხარდაჭერის გამოხატულება ისევ გაგრძელდება, როგორც ეს იყო მაგალითად, ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების განხორციელებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა