კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეს არის რუსეთის დასასრულის დასაწყისი-რასა იუკნევიჩიენის მიმართვა

ნახვები: 430 ეს არის რუსეთის დასასრულის დასაწყისი-რასა იუკნევიჩიენის მიმართვა

რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებულ საქართველოს მოქალაქეებს, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ მიმართა. მოუწოდა უკრაინელების მხარდაჭერისკენ და ისაუბრა იმ აგრესიაზე, რომელსაც ახლა რუსეთი ახორციელებს.

ევროდეპუტატი რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართავს:

"საქართველოს ხალხი მხარს უჭერს უკრაინელებს და ეს მხარდაჭერა მათი საკუთარი მომავლის მხარდაჭერაც არის. ეს მიმართულია ქვეყნის გაერთიანებისაკენ და თქვენი ევროპული ცხოვრებისაკენ. ეს არის რუსეთის დასასრულის დასაწყისი. როდესაც ეს დასასრული მოვა, ვფიქრობ რომ ეს მალე მოხდება, მე ვიცი, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს დასასრული დავაჩქაროთ.

მსურს მივმართო რუსეთს, თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ კრიმინალი პუტინის მიერ დაწყებული ომი. მე მესმის, რომ თქვენ თვითონაც მოწამლული ხართ ტყუილით, ზოგი თქვენგანი ციხეშიც კი მოხვდა, შემოგვიერთდით, უკრაინელები თქვენს გამოც იღუპებიან.

აუცილებელია იმ სამხედრო დამნაშავის იზოლირება, რომელსაც ხელში ატომური იარაღის ღილაკი აქვს. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, ეს ევროპული სახელმიწოფებია." თქვა იუკნევიჩიენემ ვიდეომიმართვაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა