ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan

აცრემლებული ზელენსკი და მქუხარე ოვაციები - ნინო ქათამაძის და ნიკოლოზ რაჭველის ემოციური გამოსვლა კიევში (ვიდეო)

ნახვები: 531 აცრემლებული ზელენსკი და მქუხარე ოვაციები - ნინო ქათამაძის და ნიკოლოზ რაჭველის ემოციური გამოსვლა კიევში (ვიდეო)

"უკრაინის ლეგენდა 2025" -ის ღონისძიებაზე განსაკუთრებული ოვაციები ქართველმა მუსიკოსებმა, ნინო ქათამაძემ და ნიკოლოზ რაჭველმა, მიიღეს. მათმა შესრულებულმა სიმღერამ მთელი დარბაზი ააღელვა. დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და პირველი ლედი, ასევე ცნობილი უკრაინელი მომღერალი სვიატოსლავ ვაკარჩუკი.

ღონისძიება რამდენიმე დღის წინ კიევში გაიმართა, თუმცა კონცერტი უკრაინის სატელევიზიო არხებზე გუშინ, დამოუკიდებლობის დღეს გადაიცა.

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს, ნინო ქათამაძის სიმღერის შემდეგ მთელი დარბაზი ფეხზე იდგა.

ძალიან ამაღელვებელი იყო სლავა ვაკარჩუკის ემოციური ჩახუტება და აცრემლებული პრეზიდენტისა და მთელი პუბლიკის ფეხზე წამოდგომა უპირველესად ნინოს მიმართ! 

დაუვიწყარი წუთები იყო… ძალიან…  
გაუმარჯოს გმირ ხალხს! გაუმარჯოს ჩვენს ერებს შორის უპირობო და დაუსრულებელ მეგობრობას!, - წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში და თან ვიდეოს ურთავს. 

ტვ პირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა