კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თაზო დათუნაშვილი - ყველასთვის მარტივი გასააზრებელია, რომ ანრი ოხანაშვილის კალიბრის ადამიანს არ დაემორჩილებოდა სუს-ი, მან ვერ მოახერხა სადავეების ხელში აღება

ნახვები: 467 თაზო დათუნაშვილი - ყველასთვის მარტივი გასააზრებელია, რომ ანრი ოხანაშვილის კალიბრის ადამიანს არ დაემორჩილებოდა სუს-ი, მან ვერ მოახერხა სადავეების ხელში აღება

მგონი, ყველასთვის მარტივი გასააზრებელია, რომ ანრი ოხანაშვილის კალიბრის ადამიანს არ დაემორჩილებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მან ვერ მოახერხა სადავეების ხელში აღება - ეს გადაადგილებები ფუნდამენტურად არაფერს ცვლის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ანრი ოხანაშვილის ნაცვლად, მამუკა მდინარაძის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სუს-ს ანრი ოხანაშვილის პირობებშიც „ეფ ეს ბე“ მართავდა და მამუკა მდინარაძის პირობებში იგივე იქნება.

„ეს გადაადგილებები საქართველოს მოქალაქეებისთვის ფუნდამენტურად არაფერს ცვლის. „ეფ ეს ბეს“ ერთ-ერთ დანაყოფად ჩამოყალიბდა სუს-ი საქართველოში. ეს არის ამ ქვეყნის უდიდესი ტრაგედია. შესაბამისად, „ეფ ეს ბე“ მართავდა ანრი ოხანაშვილის პირობებში და „ეფ ეს ბე“ მართავს მამუკა მდინარაძის პირობებში. აქ განსხვავება არაფერში არ არის. რაც გამოვლინდა ზედაპირულად, რაც შეიძლება მარჩიელობის გარეშე ვთქვათ და არავის გაუკვირდება, ვინც საქართველოში პოლიტიკურ პროცესს თვალს ადევნებს, მგონი, ყველასთვის მარტივი გასააზრებელია, რომ ანრი ოხანაშვილის კალიბრის ადამიანს არ დაემორჩილებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აქ ვხედავ ამ პრობლემას. ოხანაშვილის ავტორიტეტი, პოლიტიკური დონე და წონა - მან ვერ მოახერხა ამ სადავეების ხელში აღება, რაც გასაკვირი არაა, ანრია ოხანაშვილი“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ 23 აგვისტოს განაცხადა, იმავე დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, მის შემცვლელად მამუკა მდინარაძე წარადგინა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა