სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

დონალდ ტრამპის - თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება, მის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომის“ დაწყება მომიწევს

ნახვები: 440 დონალდ ტრამპის - თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება, მის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომის“ დაწყება მომიწევს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადენით, მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესოს, თუ მოსკოვი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება.

„მინდა ეს ომი დასრულდეს. ძალიან, ძალიან სერიოზულია ის, რაც მხედველობაში მაქვს, თუ ამის გაკეთება მომიწევს, მაგრამ მინდა, რომ ეს დასრულდეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, დაემუქრება თუ არა რუსეთს შედეგები.

„ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სანქციები. მე ეკონომიკურზე ვსაუბრობ, რადგან მსოფლიო ომში არ ჩავერთვებით. ეს არ იქნება მსოფლიო ომი, არამედ ეს იქნება ეკონომიკური ომი. ეკონომიკური ომი ცუდი იქნება და ეს ცუდი იქნება რუსეთისთვის და მე ეს არ მინდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, გააცნო თუ არა მოსკოვმა მას მოსაზრება ზელენსკის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტმა ახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, რამდენიმე დღის წინ ნათქვამი სიტყვები, რომ მოსკოვი ზელენსკის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ლეგიტიმურ ხელმომწერად არ მიიჩნევს.

„არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ. ეს ყველაფერი სისულელეა. ისინი ყველა პოზირებენ. ეს ყველაფერი სისულელეა, ყველა პოზირებს“, - უპასუხა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა