კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს-მდინარაძე

ნახვები: 480 რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს-მდინარაძე

უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

„ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა მათგან გასაკვირი ესეც კი არ არის - უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს!..

ოკუპირებული რეგიონები, რუსული საოკუპაციო ჯარი ქვეყნის შუაგულში, ომში ჩათრევის ყოველწუთიერი მცდელობები, გარესაფრთხეები, რისკები, ესენი შიგნიდან... განაცხადი ევროკავშირში! არც ეს საერთოეროვნული მიზანი აფერხებთ... არაუშავს, კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის გადატანის ძალაც აღმოგვაჩნდა და საბოლოოდ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! სიმართლე გაიმარჯვებს, ყველგან! საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი", - წერს მამუკა მდინარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა