კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ლილისი“ - საოჯახო საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ნახვები: 402 „ლილისი“ - საოჯახო საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

თბილისში უკვე წლებია არსებობს ადგილი, სადაც ტკბილეულის გემო არა მხოლოდ სასიამოვნო მომენტს, არამედ ბავშვობის მოგონებებსაც აცოცხლებს. ეს არის „ლილისი“- საწარმო და სივრცე, რომელიც ქეთევან ხუნწარიამ და მისმა დამ, ლიკამ  ბებიის რეცეპტების ინსპირაციით შექმნეს.

ძველი რეცეპტისა და თანამედროვე ევროპული გემოების სინთეზმა საზოგადოებაში მალევე პოპულარობა მოიპოვა. ასე იქცა პატარა, ოთხი თანამშრომლით დაწყებული საწარმო დღეს უკვე ორმოცდაათზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარ გუნდად.

ბუნებრივია, განვითარების გზაზე ბევრმა გამოწვევამ იჩინა თავი. როგორც ქეთევანი აღნიშნავს, საკონდიტრო წარმოება მუდმივად სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს „ლილისისთვის“ ახალი ცოდნის და განვითარების შესაძლებლობაა. სწორედ ამ მიდგომამ აქცია „ლილისი“ მუდმივად ცვალებად, ადაპტირებად და ინოვაციურ ბრენდად.

„ლილისი“ მხოლოდ ტკბილეული არაა. მისი მიზანია, თითოეულ სტუმარს მცირე ბედნიერება აჩუქოს. ამას ემატება მუდმივად განახლებადი მენიუ, რომელშიც რეტრო და ევროპული გემოების თანამედროვე სინთეზია წარმოდგენილი.

2022 წლიდან „ლილისიმ“ ახალი ნაბიჯი გადადგა - გახსნა სასაუზმე სივრცე, „Nibble“, რომელმაც 2024 წლიდან ფურშეტის და ქეითერინგის  მიმართულებაც განავითარა.

„ამ გზაზე თიბისი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თიბისის მხარდაჭერამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეგეგმა ზრდა, განგვეხორციელებინა ახალი პროექტები და გამოგვემუშავებინა თანამედროვე სტანდარტების საწარმო. ეს არის პარტნიორი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით დგას, მაშინაც, როცა გვჭირს და მაშინაც, როცა ზრდა და გაფართოება გვინდა“.

„ლილისის“ ისტორია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ექვსი წლის განმავლობაში ბრენდმა განვითარების გზაზე ბევრი ნაბიჯი გადადგა და ახლა კიდევ უფრო მასშტაბური გეგმების განხორციელებას იწყებს.

„უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საწარმოს გაფართოებას, რომ „ლილისის“ უგემრიელესი ტკბილეული ყველასთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. პარალელურად, ვაძლიერებთ ფურშეტის მიმართულებას და ბევრ სიურპრიზს ვპირდებით მომხმარებელს… და ეს ყველაფერი არ არის“, — აღნიშნავს ქეთევანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა