კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ევროპა რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს, მათ შორის ორი ქვეყანაა: უნგრეთი და სლოვაკეთი

ნახვები: 485 ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ევროპა რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს, მათ შორის ორი ქვეყანაა: უნგრეთი და სლოვაკეთი

ომის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სამხედრო მანქანას რესურსებზე წვდომა აღარ ჰქონდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სანქციები და ეკონომიკური ზეწოლა გვჭირდება. პუტინი იძულებული გახდება, რომ მშვიდობას დათანხმდეს. რუსეთს იარაღის წარმოების რესურსები უნდა წავართვათ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, „ომის დასასრულებლად რუსეთის მხრიდან ვერანაირ სურვილს ვერ ხედავს“.

„ამერიკელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ პუტინმა მოსკოვში მიმიწვია. იცით რას ვფიქრობ, როდესაც შეხვედრა არ გინდა, მაშინ მე მოსკოვში უნდა მიმიწვიო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპა რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს.

„მათ შორის ორი ქვეყანაა, უნგრეთი და სლოვაკეთი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა