კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტონ

ნახვები: 465 დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტონ

დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტონ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ევროპამ რუსული ნავთობის შეძენა უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში ეხმარება.

ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათ „რუსეთის ომის დაფინანსების გამო ჩინეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა მოახდინონ“.

„პრეზიდენტმა მაკრონმა და ევროპელმა ლიდერებმა პრეზიდენტ ტრამპს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრისას დაურეკეს. ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპამ რუსული ნავთობის შეძენა უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს ომის დაფინანსებას ახდენს. რუსეთმა ბოლო ერთ წელიწადში საწვავის გაყიდვით ევროკავშირისგან 1,1 მილიარდი ევრო მიიღო“, - განუცხადა Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა