კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზელენსკი - არც ერთი სიტყვა, თითქოს დასავლელი ლიდერები გაქრნენ

ნახვები: 639 ზელენსკი - არც ერთი სიტყვა, თითქოს დასავლელი ლიდერები გაქრნენ

არც ერთი მსოფლიო ლიდერი და არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსი არ გამოეხმაურა რუსეთის მუქარას, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების დაბომბვას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტები აანონსებენ სიმხეცეს, რადგან არ არის რეაქცია, არის სიჩუმე, არც ერთი სიტყვა, თითქოს დასავლელი ლიდერები გაქრნენ
„რუსეთმა ოფიციალურად დააანონსა ჩვენი ტერიტორიის დაბომბვა, ჩვენი თავდაცვის კომპლექსის საწარმოების დაბომბვა. უმეტესობა მათგანი აშენებულია ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს ქალაქებში. ახლა კი ისინი ჩვეულებრივი ურბანული გარემოს შუაგულშია. იქ ათასობით ადამიანი მუშაობს, ასობით ათასი ცხოვრობს იქვე. ეს არის მკვლელობა, განზრახ მკვლელობა. მე არ მომისმენია ამ განცხადებაზე მსოფლიოს არც ერთი ლიდერის, არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსის რეაქცია. იფიქრეთ ოკუპანტების დაუსჯელობის გრძნობაზე: ისინი გეგმავენ სისასტიკეს. რატომ? რადგან პასუხი არ არის, რადგან არის სიჩუმე, არც ერთი სიტყვა, თითქოს დასავლელი ლიდერები გაქრნენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა