ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დიდ განცვიფრებას იწვევს უკრაინის წინააღმდეგობის უნარი

ნახვები: 325 საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დიდ განცვიფრებას იწვევს უკრაინის წინააღმდეგობის უნარი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. ამის შესახებ განცხადება ფრანგმა დიპლომატმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

„ბოლო ათი დღის განმავლობაში ყველაზე დიდ განცვიფრებას იწვევს უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის უნარი. ასეთ რამეს არც ერთი ექსპერტი არ ვარაუდობდა“, – განაცხადა ლე დრიანმა,

მისივე თქმით, ახლა რუსეთი ქალაქების ალყაში მოქცევისა და ბლოკირების ტაქტიკას მიმართავს.

„ჩვენ გვაქვს გროზნოს მაგალითი, ალეპოს მაგალითი, და ეს ისევ მოხდება. ვფიქრობ ჩვენ ამას ვნახავთ მარიუპოლში, როდესაც ომი დასრულდება. ანალოგიური ბედი სავარაუდოდ ელის ოდესას და კიევს“, – განაცხადა ლე დრიანმა.

მიუხედავად ამისა, ფრანგი დიპლომატი ამტკიცებს, რომ მისი პროგნოზით უკრაინა ომში გაიმარჯვებს.

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები, რომლის შედეგები იქნება მძიმე, ეს კი ნიშნავს, რომ ფასი, რომელიც რუსეთმა ომში უნდა გადაიხადოს, გახდება აუტანელი. ერთ მომენტში პუტინი დადგება არჩევანის წინაშე, დააყენოს თუ არა რისკის ქვეშ რუსეთის ფუნქციონირება, თუ დათანხმდეს მოლაპარაკებას“, – განაცხადა ლე დრიანმა.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც განაცხადა, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა