კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სტივ კოენი - “ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა

ნახვები: 557 სტივ კოენი - “ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა

“ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა, ვინაიდან, ის არ აღმოჩნდა, რასაც აცხადებდა, - ამის შესახებ „დემოკრატმა“ კონგრესმენმა სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე განაცხადა.

მან ისაუბრა „MEGOBARI აქტზე“, კონგრესმენის თქმით, გაუგონარია, რომ მისი მიღება ვერ მოხდა, რადგან აქტს დიდი მხარდაჭერა აქვს.

“არ მომწონს ადამიანების გარეგნობით განსჯა, მაგრამ როდესაც ის [ბიძინა ივანიშვილი] პირველად დავინახე, ყველა ნიშანი ჰქონდა - მაშინ ილონ მასკის შესახებ არ ვიცოდი - მაგრამ მას ყველა ნიშანი ჰქონდა, რაც მოგვიანებით ილონ მასკში დავინახე - მდიდარი, ამპარტავანი, ელიტისტი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე. და ვიფიქრე - ეს არის დადებითი პერსონაჟი?..

“ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა, ვინაიდან, ის არ აღმოჩნდა, რასაც აცხადებდა, რომ იყო…

რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო და კვლავ გააკეთებს ამას, თუ შესაძლებლობა ექნება. თან ახლა მოკავშირე ჰყავთ იქ, ბატონი ივანიშვილის სახით, ასე რომ, უფრო მარტივია დაპყრობა შიგნიდან.

სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ “MEGOBARI აქტს”, რაღაც პრობლემები იყო...

მაგრამ ბატონი [ჯო] უილსონი მართალია, იმდენად დიდი უმრავლესობაა, დემოკრატები და რესპუბლიკელები, ორპარტიულად უჭერენ მხარს კანონპროექტს და ეს თითქმის გაუგონარია, დიდი მხარდაჭერაა. და იქ, როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი “ჩაკვლა”, და გასაოცარია, რომ ეს მოხდა, რატომ მოხდა, არ მესმის”, - განაცხადა სტივ კოენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა