პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მიხაილ პოდოლიაკი - როგორც ჩანს, დასავლელ მეგობრებს სიამოვნებთ მყუდრო კაფეებში ჯდომა და დანგრეული უკრაინის ფოტოების ყურება

ნახვები: 397 მიხაილ პოდოლიაკი - როგორც ჩანს, დასავლელ მეგობრებს სიამოვნებთ მყუდრო კაფეებში ჯდომა და დანგრეული უკრაინის ფოტოების ყურება

როგორც ჩანს, ჩვენს დასავლელ მეგობრებს სიამოვნებთ მყუდრო კაფეებში ჯდომა და დანგრეული უკრაინის ფოტოების ყურება, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა საკუთარ „ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

„როგორც ჩანს, ჩვენს მეგობრებს სიამოვნებთ პარიზის, ბერლინის, ნიუ იორკის ან ბუდაპეშტის მყუდრო კაფეებში ჯდომა, კროასანთან ერთად ყავის აუჩქარებლად სმა და უკრაინის ქალაქების ფოტოების ყურება, რომლებსაც მიწასთან ასწორებენ პირდაპირ ეთერში. ჩვენი ქალაქები კი კვდებიან, მაგრამ მაინც იბრძვიან", - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა დასავლელ პარტნიორებს უკრაინის საჰაერო სივრცის დაკეტვისკენ მოუწოდა.

„ჩვენო „სამართლიანო" დასავლელო პარტნიორებო. ვიდრე თქვენ ფიქრობთ, რუსი ჯარისკაცები ჩვენი აეროდრომების განადგურებას ცდილობენ. რათა აღარ გვქონდეს თვითმფრინავები. რათა ვერ შევძლოთ ჩვენ თვითონ ცის დაკეტვა. შემდეგ კი დაბომბონ მშვიდობიანი ქალაქები და მოსახლეობა. ნამდვილად გსურთ ამის ხილვა თქვენს ტელევიზორში?", - ნათქვამია მახაილ პოდოლიაკის მიერ „ტვიტერით" გავრცელებულ განცხადებაში.

დასავლელ პარტნიორებს საჰაერო სივრცის დაკეტვისკენ მოუწოდებენ ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა