კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პოლიტიკურად დამაზიანებელ ნაბიჯებს რუსეთი კიდევ გადადგამს-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 409 პოლიტიკურად დამაზიანებელ ნაბიჯებს რუსეთი კიდევ გადადგამს-ირაკლი ქადაგიშვილი

არავის უნდა ეგონოს, რომ რუსეთს ბაზრის გახსნაზე ახლა მივმართეთ, საქართველოს რუსეთთან გარკვეული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები უკრაინაში ომის დაწყებამდე ჰქონდა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ამავე დროს, თავად ქართული ბიზნესის ინიციატივა იყო გარკვეული რძის პროდუქტების მწარმოებლებს ბაზრის დივერსიფიკაციის საშუალება ჰქონოდათ. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები ახლა კი არ მიმდინარეობდა, მოლაპარაკებები სამი წლის წინ მიმდინარეობდა. უბრალოდ, რუსეთის ფედერაცია ქართული პროდუქციისთვის ბაზარს არ ხსნიდა და ახლა მიიღო ბაზრის გახსნის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასე ვიღაც დეპუტატი გამოვიდა და თქვა, იქნებ, ფრენები აღვადგინოთო. მათი მხრიდან ნაბიჯები, რომელიც დაძაბულობის ესკალაციას შეუწყობს ხელს, კიდევ მრავალი იქნება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, თუ რატომ დგამს რუსეთი თითქოს საქართველოსთვის სასიკეთო ნაბიჯებს, სინამდვილეში კი, პოლიტიკურად დამაზიანებელ ნაბიჯებს, ამაზე კითხვა არ უნდა ისმებოდეს. ის ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ნაბიჯები სინქრონული იქნება. ჩვენ მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმოქმედებთ. მათ შორის, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი პოლიტიკურად პროვოკაციულ ნაბიჯებს კიდევ გადადგამს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა