კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ადვოკატი - ლევან ხაბეიშვილი თავს ძალიან მხნედ გრძნობს - საქმეც ვერ „შეკერეს“

ნახვები: 573 ადვოკატი - ლევან ხაბეიშვილი თავს ძალიან მხნედ გრძნობს - საქმეც ვერ „შეკერეს“

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, დაკავებული ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ მოინახულა.

როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ტყეშელაძემ განაცხადა, ხაბეიშვილი თავს მხნედ გრძნობს.

მისივე განმარტებით, დაკავებულ ოპოზიციონერ ლიდერს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ საქმეს სამართალთან არ აქვს კავშირი. რას შეთითხნიან და დაწერენ, ამას კავშირი არ აქვს სამართალთან. ლევან ხაბეიშვილი იმიტომ დააკავეს, რომ სუს-ი შეშინებულია, ე.ი. მშვიდობიანი დამხობა შესაძლებელია და ამიტომაც დააკავეს მთავარი მედროშე, ლევან ხაბეიშვილი - ამ ყველაფერს ამბობს ის, რასაც მე ვსაუბრობ. ლევან ხაბეიშვილი თავს ძალიან კარგად გრძნობს, ძალიან მხნედ არის. საქმეც ვერ შეკერეს, სისულელე გამოიგონეს, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკოსის დაპირებაზე, პოლიტიკოსის სიტყვებზე სუს-ს ადამიანი დაეკავებინოს. ისინი შეშინებული არიან, მშვიდობიანი დამხობის ეშინიათ. ყველას მოუწოდებს, თუ ვინმე იტყვის, შეუძლებელია, 4-ში არ გამოვა და „ბლა, ბლა“, შეხედონ, ხაბეიშვილი დააკავეს იმის გამო, რომ იბრძოდა, მან თავი გადადო“, - განაცხადა ტყეშელაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა