კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რადოსლავ სიკორსკი - უკრაინელები დასავლეთს ასწავლიან, როგორ დაუპირისპირდეს რუსეთს

ნახვები: 419 რადოსლავ სიკორსკი - უკრაინელები დასავლეთს ასწავლიან, როგორ დაუპირისპირდეს რუსეთს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინელები ასწავლიან მათ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლას და არა პირიქით.

მისი თქმით, პოლონური დრონების საწინააღმდეგო ჯგუფები უკრაინელ ოპერატორებთან ტრენინგს გაივლიან, რათა თავი დაიცვან მომავალი თავდასხმებისგან.

„უკრაინელებს რუსული დრონების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკეთესი აღჭურვილობა აქვთ და მათ რუსული არმიის წინააღმდეგობის გაცილებით ღრმა და განახლებული გამოცდილება აქვთ. ეს არის ის, რაც საზოგადოებამ და დასავლეთის მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა გაითვალისწინონ: რომ სწორედ უკრაინელები გვასწავლიან, თუ როგორ დავუპირისპირდეთ რუსეთს და არა პირიქით“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

მისი განმარტებით, პოლონური ჯგუფების ტრენინგი პოლონეთში, ნატო-ს სასწავლო ცენტრში ჩატარდება, სადაც უფრო უსაფრთხო გარემოა, ვიდრე უკრაინაში ჩატარების შემთხვევაში იქნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა