Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ირაკლი კუპრაძე- სრულად შესაძლებელია, თბილისის ბიუჯეტიდან სკოლებში უფასო კვებისთვის 100 მლნ ლარი გამოიყოს და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ

ნახვები: 410 ირაკლი კუპრაძე- სრულად შესაძლებელია, თბილისის ბიუჯეტიდან სკოლებში უფასო კვებისთვის 100 მლნ ლარი გამოიყოს და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ

კვლევებით ცხადია, რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხია, რაზეც პასუხი სახელმწიფოს ფიზიკურად არ აქვს - სრულად შესაძლებელია, რომ თბილისის ბიუჯეტიდან სკოლებში უფასო კვებისთვის 100 მილიონი ლარი გამოიყოს და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კუპრაძის თქმით, კვლევების მიხედვით, საქართველოში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი შიმშილობს.

„თითოეულ მშობელსა და მოსწავლეს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე, ჩვენს შვილებზე და თბილისში, 200 ათას მოსწავლეზე. დღეს, ყველა კვლევის მიხედვით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, გამოაქვეყნა და ჩაატარა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა, ცხადია, რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხია. სკოლებში ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მწვავე შიმშილობას განიცდის, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებზე, მათ განვითარებაზე. ამაზე პასუხი კი, სახელმწიფოს ფიზიკურად არ აქვს. მათ არ აინტერესებთ ბავშვთა შიმშილი.

ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული PISA-ს კვლევის მიხედვით ცხადია, რომ 81 ქვეყანაში ჩატარებული კვლევებიდან, ქართველი მოსწავლეები იკავებენ ბოლო ადგილებს. კერძოდ, წაკითხულის გააზრებაში 66-ე ადგილს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მე-60 ადგილს, მათემატიკაში 66-ე ადგილს და ა.შ. ეს არის იმ მძიმე მდგომარეობის გამოვლინება, რაც არის ბავშვთა შიმშილობა სკოლებში. ჩვენ, ოპოზიციურმა კოალიციურმა პარტიებმა შევძელით ბავშვთა შიმშილობის გადაწყვეტა წალენჯიხაში მსგავსი პროექტით, სადაც სკოლებში უფასო კვების დანერგვა დავიწყეთ. ამით ვაგვარებთ ბავშვთა შიმშილობის პრობლემას სასწავლო დაწესებულებებში. დღეს, თბილისს სჭირდება სწორედ ასეთი მიდგომა. ბავშვები სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ. სრულად შესაძლებელია თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოს 100 მილიონი ლარი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. თბილისში მცხოვრები 200 ათასი მოსწავლე მიიღებს ჯანსაღ კვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.

ჩვენ, მოქალაქეებს, თბილისის მოსახლეობას უნდა გვესმოდეს, რომ პრიორიტეტების სწორი გადანაწილება აუცილებელია. ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, შვილებში, რომელთა განვითარებაც შეუქცევადად უნდა იყოს მიმართული კეთილდღეობისკენ. მათი ჯანმრთელობა, განვითარება პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ თბილისში 200 ათასი მოსწავლისთვის გამოვყოფთ 100 მილიონ ლარს, რათა სკოლებში უფასო კვება არსებობდეს“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა