კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფინეთის პრეზიდენტი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთთან საბრძოლველად მზადყოფნას მოითხოვს

ნახვები: 521 ფინეთის პრეზიდენტი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთთან საბრძოლველად მზადყოფნას მოითხოვს

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ განიხილავს, აიძულებს ევროპის ქვეყნებს, ხელი მოაწერონ, რომ შეებრძოლებიან რუსეთს, თუ მოსკოვი მომავალში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს კვლავ დაიწყებს.

„უსაფრთხოების გარანტიები, არსებითად, შემაკავებელი ფაქტორია. ეს შემაკავებელი ფაქტორი დამაჯერებელი უნდა იყოს და იმისათვის, რომ დამაჯერებელი იყოს, ის ძლიერი უნდა იყოს“, - განუცხადა სტუბმა Guardian-ს.

მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები ძალაში მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის მომავალი შეთანხმების შემდეგ შევა, მაგრამ მათ ფორმატზე რუსეთს ვეტოს უფლება არ ექნება.

„რუსეთს აბსოლუტურად არანაირი ხმა არ აქვს დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე. ამიტომ, ჩემთვის საკითხი არ დგას ასე: დათანხმდება თუ არა რუსეთი. რა თქმა უნდა, ისინი არ დათანხმდებიან, მაგრამ საქმე ამაში არ არის“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის დიდი შანსი არ არსებობს.

„ეს ომი მისთვის ძალიან დიდია იმისთვის, რომ წააგოს. მან, ალბათ, უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, განსაკუთრებით ცივი ომის დასრულების შემდეგ, და ყველა სტრატეგიული მიზნის მიღწევაში ჩავარდა. საკითხავია, როდის მივა ის მოლაპარაკების მაგიდასთან, იმედია, უფრო ადრე, ვიდრე გვიან, მაგრამ ახლა მე საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა სტუბმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა