კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთმა ატომური ბომბიც რომ ისროლოს, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ერთმანეთთან ჩხუბით იქნებიან გართული-იაგო ხვიჩია

ნახვები: 563 რუსეთმა ატომური ბომბიც რომ ისროლოს, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ერთმანეთთან ჩხუბით იქნებიან გართული-იაგო ხვიჩია

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით დამაბრკოლებელი საკითხი შესაძლოა, სასამართლო სისტემა იყოს.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, ევროინტეგრაციის პროცესი არ იქნება მარტივი და მას სჭირდება ძირეული რეფორმების გატარება.

„მინდა, სასწაული მოხდეს და ევროკავშირში ამ მთავრობის პირობებში მიგვიღონ. ამას ქართველი ხალხი ყოველთვის გავიხსენებთ. ეს ის შემთხვევა იქნება - პირველად საქართველოს დამოუკიდებლობა მას არ გამოუცხადებია, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა უნდოდა და ამისთვის იბრძოდა. ეს მეორედაც თუ მოხდა და ევროკავშირში ისე შევედით, რომ ვინც შედიოდა, ეს ძალიან არ უნდოდა, მაშინ დავიჯერებ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. იმ ხალხს, ვის გამოც ევროპაში ფანჯარა გაიხსნა და შანსი გაჩნდა, დაუღლელად ვაკრიტიკებთ მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით. არ ვიცი, მეტი რა უნდა მოხდეს, რომ გლობალურ საკითხებზე ქოც-ნაცური ბრძოლა შევწყვიტოთ. ისეთი განცდა მაქვს, რომ რუსეთმა ატომური ბომბიც რომ ისროლოს, „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" ისევ ერთმანეთთან ჩხუბით იქნება გართული", - განაცხადა ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა