Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ადვოკატი დავით ჩომახიძე - ლევან ხაბეიშვილის დაკავებით დარღვეულია როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კონვენციები

ნახვები: 500 ადვოკატი დავით ჩომახიძე - ლევან ხაბეიშვილის დაკავებით დარღვეულია როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კონვენციები

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის უფლებადამცველ, დავით ჩომახიძის განცხადებით, ხაბეიშვილის დაკავებით და პატიმრობით დარღვეულია როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კონვენციები. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხაბეიშვილს უსამართლოდ წაართვეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ოჯახთან კომუნიკაციაც შეუზღუდეს, მაგრამ მცდელობა, რომ ლევან ხაბეიშვილი მორალურად გაეტეხათ, ვერ გამართლა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დაირღვა არა მარტო შიდა კანონმდებლობა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ასევე უამრავი ნორმა. ამასთან ერთად, დარღვეულია საერთაშორისო კონვენციები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ. წარმოიდგინეთ, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში უამრავ საერთაშორისო კონვენციას შეუერთდა საქართველო, სადაც ადამიანის უფლებებზე არის საუბარი. თითოეული მკაცრად განსაზღვრავს ადამიანის მოპყრობას, მის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, ყველაფერი ეს დაარღვიეს, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ უკვე უკანონო პატიმრობით. ამ პატიმრობის ერთ-ერთი მიზეზი იყო რა? თითქოს ლევანი იმ სამ მოძიებულ მოწმეზე, რომლებიც გდდ-ს თანამშრომლები არიან, გავლენას მოახდენდა. ამის შემდეგ, ესეც არ იკმარეს და ოჯახის წევრებს ლევანთან კომუნიკაცია, ციხიდან წერილების წერა, წერილების მიღება აუკრძალეს. რომელ წერილზეა საუბარი? შვილმა უნდა მოიკითხოს მამა, მამამ მოიკითხოს საკუთარი შვილი, ტელეფონის გამოყენებაზე ზედმეტია საუბარი. ყველამ კარგად იცის, მათ შორის დამკავებლებმაც, რომ ლევანი უდანაშაულოა და უსამართლოდ არის დაკავებული, მათი მცდელობა, რომ ლევანი მორალურად გაეტეხათ, „წყალში ჩავარდა“, მაგრამ ლევანი იმაზე მხნედ გამოიყურება, ვიდრე იყო. ეს მისი შემართებიდანაც ძალიან კარგად ჩანს”, - განაცხადა დავით ჩომახიძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა