კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კეროლაინ ლევიტი - დონალდ ტრამპს სურს, რომ „ჰამასმა“ მძევლები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს

ნახვები: 437 კეროლაინ ლევიტი - დონალდ ტრამპს სურს, რომ „ჰამასმა“ მძევლები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს

დონალდ ტრამპს სურს, რომ „ჰამასმა“ მძევლები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

„როგორც ნახეთ, ამ კონფლიქტის ყველა მხარე თანხმდება, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და დონალდ ტრამპის 20-პუნქტიან გეგმას ეთანხმება. ეს ნამდვილად წარმოუდგენელი მიღწევაა და ადმინისტრაცია ბევრს მუშაობს, რომ პროგრესს სწრაფად მიაღწიოს“, - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „სჯერა, რომ ღაზაში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“.

„მნიშვნელოვანია შემდეგ ეტაპზე სწრაფად გადასვლა, რომ ღაზაში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა შევძლოთ და უზრუნველვყოთ ის, რომ ღაზა აღარ იყოს ადგილი, რომელიც ისრაელისა და აშშ-ის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა