კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა წითლიძე - ყველას მინდა ვუთხრა, ვინც 4 ოქტომბრის შემდეგ თითის გაშვერა დაიწყო ამ ადამიანებისკენ - მეგობრებო, ჯერ თქვენ გაბედეთ იმის მესამედი, რაც მათ გაბედეს

ნახვები: 516 ანა წითლიძე - ყველას მინდა ვუთხრა, ვინც 4 ოქტომბრის შემდეგ თითის გაშვერა დაიწყო ამ ადამიანებისკენ - მეგობრებო, ჯერ თქვენ გაბედეთ იმის მესამედი, რაც მათ გაბედეს

მეგობრებო, ჯერ თქვენ გაბედეთ იმის მესამედი, რაც ამ ადამიანებმა გაბედეს და შემდეგ გექნებათ უფლება, ვინმეს მიმართ ხელი გაიშვიროთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებდნენ, ქვეყნის თავისუფლების დასაცავად.

„ყველა ის ადამიანი, რომლებიც ახლა ბრალდებულები არიან რეჟიმის მიერ, გმირები არიან, რადგან თითოეულმა ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა თავისუფალი ყოფილიყო.

ჩემთვის ბრძოლის ნებისმიერ ფორმას გამართლება აქვს, ცხადია მშვიდობიანს და ცხადია, ეს ადამიანები, საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებდნენ. საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეები იცავდნენ, ქვეყნის თავისუფლებას. თუ ვინმე დღეს კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული ეს რეჟიმია. ამიტომ, თითოეული ამ ადამიანის მოტივაცია მე ძალიან კარგად მესმის და ვიზიარებ.

ყველა იმ ადამიანს მინდა ვუთხრა 4 ოქტომბრის შემდეგ თითის გაშვერა რომ დაიწყეს, ამ ადამიანებისკენ. მეგობრებო ჯერ თქვენ გაბედეთ იმის მესამედი, რომელიც ამ ადამიანებმა გაბედეს და შემდეგ გექნებათ უფლება ვინმეს მიმართ ხელი გაიშვიროთ.

ისინი კი, რომლებიც გარეთ დავრჩით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბრძოლა შედგეს. 4 ოქტომბერი დამარცხების დღე არ ყოფილა, ეს იყო რეჟიმთან ბრძოლის დღე. საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, ნებისმიერი ფორმით, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენც“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა