თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

უკრაინის გენშტაბი ყირიმში ნავთობტერმინალზე მეორე დარტყმას ადასტურებს - დაზიანდა 16 რეზერვუარი

ნახვები: 439 უკრაინის გენშტაბი ყირიმში ნავთობტერმინალზე მეორე დარტყმას ადასტურებს - დაზიანდა 16 რეზერვუარი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 13 ოქტომბრის ღამეს დროებით ოკუპირებულ ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე საზღვაო ნავთობტერმინალზე მეორე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საწვავის შესანახი 16 ავზი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გრძელდება.

გენერალურმა შტაბში განმარტავენ, რომ ფეოდოსიის ტერმინალი რუსი ჯარების საწვავითა და საპოხი მასალებით მომარაგების მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კავშირს წარმოადგენს. ავზებში დაახლოებით 193 000 კუბურ მეტრი მოცულობის ნავთობპროდუქტების შენახვაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, 14 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა იერიში მიიტანეს P-18 რადარზე ოკუპირებულ ყირიმში, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრზე ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საბრძოლო მასალის საწყობზე დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა