კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი - ამ ხალხთან საერთო სამშობლო საერთოდ რანაირად გვაქვს - მართლა ბედი არ გინდა!

ნახვები: 598 მიხეილ სააკაშვილი - ამ ხალხთან საერთო სამშობლო საერთოდ რანაირად გვაქვს - მართლა ბედი არ გინდა!

2009 წელს ჩემი მთავრობის წინააღმდეგ რამდენიმე თვიანი აქციები გაიმართა, რომელსაც როგორც გაირკვა, ივანიშვილი აფინანსებდა - როდესაც აქციები მილევისკენ წავიდა, მან გამოგვიგზავნა წერილი და როგორც გამოსავალს, მისი თანამშრომლის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას გვთავაზობდა - დღეს ამ „სანდო თანამშრომელთან“ მოპარული ფული ვერ გაუყვია და ყველას დასანახად უწყობს ქურდულ გარჩევას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, „დღეს რაც ხდება, სწორედ ქურდული გარჩევაა და სხვა არაფერი“.

„ეს ადრე არასდროს მომიყოლია - 2009 წელს ჩემი მთავრობის წინააღმდეგ გაიმართა რამდენიმე თვიანი აქციები. ქალაქის ცენტრი კარვებით გადაიკეტა. როგორც ცოტა უფრო გვიან გაირკვა, ამ გამოსვლებს ივანიშვილი აფინანსებდა.

ჩვენ გადავწყვიტეთ არანაირი ძალა არ გამოგვეყენებინა, რაღაც დროის შემდეგ აქციები აშკარად მილევისკენ წავიდა და ამ დროს ივანიშვილმა გამოგვიგზავნა წერილი (როგორც წესი დაბეჭდილ, ხელმოუწერელ წერილებს თავისი ერთ-ერთი თანაშემწის, ჩრდილელის ხელით აგზავნიდა)

ამ წერილში ის წერდა, რომ ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ ქვეყანაში სიტუაციას და როგორც გამოსავალს გვთავაზობდა მისი თანამშრომლის პრემიერ მინისტრად დანიშვნას, რომელმაც საფრანგეთში მიიღო განათლება და რომელსაც ივანიშვილი ენდობოდა. გვარი არ იყო დაკონკრეტებული თუმცა ადვილი მისახვედრი იყო.

დღეს ამ „სანდო თანამშრომელთან“ მოპარული ფული ვერ გაუყვია და ყველას დასანახად უწყობს ქურდულ გარჩევას.

დიახ, დღეს რაც ხდება, სწორედ ქურდული გარჩევაა და სხვა არაფერი. „ქოცები“, რომელთაც მეხსიერება სილქნეტზე უფრო მოკლე აქვთ, სიამოვნებით ყლაპავენ ამ ქურდულ გარჩევას, როგორც სამართლიანობის ზეიმს.

ამ ხალხთან საერთო სამშობლო საერთოდ რანაირად გვაქვს - მართლა ბედი არ გინდა!“,- წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა