კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე - ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი

ნახვები: 578 ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე - ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი

გახარიას გადაწყვეტილება წამომეწია „პარლამენტში“ შესვლასთან დაკავშირებით - არაფერი სანერვიულო არ არის, ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი. შეიძლება შეუშვან პარლამენტში, მერე აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა და გამოყარონ. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ, ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ბოიკოტის რეჟიმის დასრულებას და მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლას. როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს, ამით ბრძოლაში არაფერი იცვლება.

„გახარიას გადაწყვეტილება წამომეწია „პარლამენტში“ შესვლასთან დაკავშირებით და ბარემ დავწერ 2 სიტყვას, იქნებ დროზე გამოაღწიოს გარეთ:

  1. არაფერი მოულოდნელი ამ ნაბიჯში არ არის. ისედაც გასაგები იყო, რომ 4 ოქტომბრის რუსების ცირკში გაფარჩაკების შემდეგ, მხოლოდ ამაში დაინახავდნენ პარტიის „ხსნას“.
  2. თუმცა სინამდვილეში, ეს არ იქნება არანაირი ხსნა. იქნება 12 სკამზე დახამებული ადამიანის მიერ გახარიას აწ უკვე წარსულში არსებული რეიტინგის ბოლო გამოყენება პირადი მიზნებისთვის.

ამ ცირკის დასრულების შემდეგ ეგ ხალხი ზუსტად ისე გაქრება, როგორც გაქრნენ მეზვრიშვილი, ლილუაშვილი, ქემოკლიძე, დაუშვილი და სხვები, რომლებიც სანამ არსებობდა საპარლამენტო სკამის პერსპექტივა, აქეთ გვმოძღვრავდნენ და გვასწავლიდნენ - როგორ უნდა რეჟიმთან ბრძოლა. (სად არიან? მოიგეს? ტაიმაუტი აქვთ აღებული?)

  1. არაფერი სანერვიულო არ არის, ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი. შეიძლება შეუშვან პარლამენტში, მერე აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა და გამოყარონ. შეიძლება შეუშვან და სანამ რეჟიმის ეს პარლამენტად წოდებული ცირკი იარსებებს, შიგნით კენწლონ და აპარტახონ.

შეიძლება შეუშვან, გაზაფხულზე საკონსტიტუციო უმრავლესობაზე გათვლით ვადამდელი ჩაატარონ და ეგრე გამოყარონ. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში.

ჩვენს ბრძოლაში ამით არსებითად არაფერი იცვლება.

ერთადერთი, ამ 25-ნომრიანი ბანერის წინ ჩატარებულ ყოველდღიურ, უშინაარსო და მხოლოდ მედიაში გამოჩენაზე გათვლილ ბრიფინგებს თუ არ დავუთმობთ ამდენ მედია ყურადღებას, უკეთესი იქნება ყველასთვის.

ასევე, „ცეცხლს დავანთებთ პარლამენტში“ დამაკლდა…“- წერს ჯაფარიძე წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა