კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ადვოკატი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დაკავებით გაოგნებულია

ნახვები: 647 ადვოკატი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დაკავებით გაოგნებულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დაკავებით გაოგნებულია, - აღნიშნულის შესახებ მისმა ადვოკატმა გოჩა კვირიკაშვილმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„პოზიციას მას შემდეგ მოგახსენებთ, რაც ბრალს წაუყენებენ. არ იცის თვითონაც, გაოგნებულია. ძალიან მხნედ არის, რასაც ედავებიან, ის მის კომპეტენციაში შედიოდა თუ არა, ამას გავარკვევთ. რის საფუძველზეა დაკავებული, აქვთ თუ არა მტკიცებულებები, ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც საქმის მასალებს გავეცნობით. მინისტრს ჰყავს მოადგილეები, კონკრეტულად მის კომპეტენციაში შედიოდა თუ არა რასაც ედავებიან, არ იცის. ის ქუთაისში დააკავეს, დაკითხული არ არის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, "ლაგი კაპიტალსის” დაკავებულ ხელმძღვანელებს ხომ არ იცნობს გაბუნია, ან ხომ არ მფარველობდა ის, ადვოკატი უარყოფით პასუხს სცემს.

“არა, ის კერძო კომპანიაა, მინისტრის მოადგილეს რამე კომპეტენცია, რომ მონიტორინგი გაეწია, არ ევალებოდა. ამას ვნახავთ საქმის მასალებშიც. ვნახავთ, რა მასალები აქვთ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას რომ ედავებიან, ეს ტელევიზიით გაჟღერდა. კონკრეტულად მტკიცებულებები უნდა გვანახონ, რომ დავრწმუნდეთ, გადააჭარბა თუ გულისხმიერად არ შეასრულა სამსახურებრივი უფლებამოსილება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, თანამშრომლებს თუ არა მინისტრის ყოფილი მოადგილე გამოძიებასთან, ადვოკატი პასუხობს, რომ გაბუნია "გაეცნობა ბრალს, რას ედავებიან და იქიდან გამომდინარე გადაწყვეტენ".

როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, ჩხრეკის შედეგად მობილური ტელეფონებია ამოღებული.

“ამოღებულია მობილურები, ნახავენ, თუ არის რამე მნიშვნელოვანი. ფულის ამოღებაზე ინფორმაცია არც გაჟღერებულა... ის ჩინოვნიკი იყო, ვიცი რომ მას მორალური მხარდაჭერა არ აქვს, საზოგადოებრივ აზრს ტელევიზიებიც ქმნიან, მაგრამ ისე არაა ყველაფერი, როგორც აჟღერებენ", - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, უკვე დაკავებულთაგან ვინმემ მიაცა თუა არა კობა გაბუნიას წინააღმდეგ ჩვენება, კვირიკაშვილი დადებით პასუხს სცემს.

"ბრიფინგიდანაც ხომ მოისმინეთ, რომ ვიღაცამ ჩვენება მისცა, თითქოს, დაკავებულმა პირმა, რაღაც განახორციელა, ვნახოთ, სხვა მტკიცებულება თუ ექნებათ",- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა