პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მოგიწოდებთ, საქართველოს მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი-სააკაშვილი EU-ს

ნახვები: 332 მოგიწოდებთ, საქართველოს მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი-სააკაშვილი EU-ს

"ჩემი ღია წერილი ევროკომისიას და ევროპელ ლიდერებს; მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა რუსეთის თავდასხმის დროს, 2008 წელს. მე გწერთ საქართველოს ციხის საკნიდან, სადაც, როგორც უკრაინის მოქალაქე და პრეზიდენტ ზელენსკის უფროსი მრჩეველი, ვიმყოფები ბრალდებით, რომელსაც Amnesty International "აშკარა პოლიტიკურ შურისძიებას" უწოდებს.

უკრაინის მთავრობამ მრავალჯერ მოითხოვა ჩემი დაბრუნება უკრაინაში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს მთავრობა ძალიან შორს არის დემოკრატიული სტანდარტებისგან. მან ასევე, უარი თქვა სოლიდარობა გამოეხატა თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენს ხალხს კი ნამდვილად აქვს ევროპული იდენტობა. და მაინც, საქართველოს მთავრობა არ არის ქართველი ხალხი. თაობების და საუკუნეების განმავლობაშიც კი, ჩვენ ვისწრაფოდით დავბრუნებულიყავით ჩვენს ევროპულ ოჯახში. ჩვენ გვყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეების 80% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას.

მოგიწოდებთ, იხელმძღვანელოთ ჩემი ქართველი ხალხის ხმით, რომელიც ხმამაღლა ისმის მრავალი ათასი ადამიანის მიერ ჩვენს ქუჩებში, და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი",-ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი მის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა