კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გაერთიანებული სამეფო საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს

ნახვები: 380 გაერთიანებული სამეფო საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ლტოლვილის სტატუსი დროებითი გახდება და მუდმივი ცხოვრების უფლების მოლოდინი ოთხჯერ, 20 წლამდე გაიზრდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ზომების გატარება ქვეყნის მიერ თანამედროვე დროში თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებული პოლიტიკის ყველაზე მასშტაბური რეფორმის ფარგლებში იგეგმება.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მათი სტიმული იქნება დანიის მიდგომა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ევროპაში.

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებების ფარგლებში გაუქმდება გარკვეული თავშესაფრის მაძიებლებისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფის კანონიერი ვალდებულება, მათ შორის საცხოვრებლითა და ყოველკვირეული დახმარებებით. სამინისტროს ხელმძღვანელის, შაბანა მაჰმუდის თქმით, ეს ზომები გავრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ, მაგრამ არ სურთ. მისი თქმით, ზომები ასევე შეეხებათ მათ, ვინც კანონს არღვევს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული მხარდაჭერა პრიორიტეტული იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც ეკონომიკასა და ადგილობრივ თემებში წვლილს შეიტანენ. უწყების განცხადებით, ლტოლვილთა დაცვა დროებითი იქნება, რეგულარულად გადამოწმდება და გაუქმდება, თუ მშობლიური ქვეყანა უსაფრთხოდ ჩაითვლება.

„ჩვენი სისტემა განსაკუთრებით გულუხვია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით - ხუთი წლის შემდეგ ადამიანი ფაქტობრივად ავტომატურად სახელდება ამ ქვეყანაში. ჩვენ ამას შევცვლით“, - განაცხადა მაჰმუდმა.

მისი განმარტებით, ცვლილებების თანახმად, ლტოლვილის სტატუსი გადაიხედება ყოველ ორწელიწად-ნახევარში ქვეყანაში მუდმივი დასახლების 20 წლიანი გზის განმავლობაში.

მაჰმუდმა განაცხადა, რომ ცვლილებების შესახებ დამატებით დეტალებს ორშაბათს გაავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა