კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და ...“ იწყება

ნახვები: 428 თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და ...“ იწყება

 

თიბისი, განათლების პროგრამის ფარგლებში, მუდმივად ქმნის ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას და პროფესიონალებს აძლევს სივრცეს, სადაც შეუძლიათ ტექნოლოგიური ცვლილებების აღქმა, სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება. სწორედ ასეთი პროექტებით თიბისი აძლიერებს ქვეყნის ტექნოლოგიურ ეკოსისტემას და ხელს უწყობს პროგრესზე ორიენტირებული ცოდნის გავრცელებას.

თიბისი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, ახალ პროექტს „AI და …“ იწყებენ.

„AI და …“ ხელოვნური ინტელექტის საჯარო ლექციების ციკლია, რომლის მიზანი აკადემიურ სივრცეში, სხვადასხვა სფეროებზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ დისკუსიის დაწყება და ცნობიერების ამაღლება. პროექტში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტები, რომლებიც „სამ წერტილს“ იმ მიმართულებებზე საუბრით შეავსებენ, სადაც გამორჩეულად ძლიერი ფაკულტეტები  და აკადემიური პერსონალი ჰყავთ.

პირველი შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 27 ნოემბერს, 19:00 საათზე, თემაზე „AI და მედიცინა: ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკაში“  გაიმართება.

შეხვედრის სპიკერი ექიმი-რადიოლოგი, პროფესორი მიხეილ ოკუჯავა და AI სტარტაპის „ბიტერიუმის“ თანადამფუძნებელი ქეთევან ბოსიკაშვილი იქნებიან. შეხვედრაზე განიხილავენ, როგორ ცვლის და აუმჯობესებს ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკას, რა გამოწვევებია და სირთულეებია ტექნოლოგიის განვითარებაში და რამდენად მზად არიან ექიმები და პაციენტები სიახლეების მისაღებად.

ღონისძიებაზე დასწრება განსაკუთრებით საინტერესო იქნება სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, ექიმებისთვის, ჯანდაცვის სფეროს მენეჯერებისთვის და ამ თემით დაინტერესებული სხვა ენთუზიასტებისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://www.aiassociation.ge/event-details/ai-da-meditsina-ai-diagnostikashi

პროექტი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ახალი, განსხვავებული შესაძლებლობაა. თიბისის და GAIA-ს მიზანია ერთიანი სივრცის შექმნაა, სადაც სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები, პროფესიონალები და აკადემიური პერსონალი AI-ის განვითარებით მოტანილ ცვლილებებზე მსჯელობას და მათთვის მომზადებას შეძლებენ.

მთავარია გჯეროდეს, რომ განათლება და ტექნოლოგიები ქმნის მომავალს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა