კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია

ნახვები: 434 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია

ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ, ასევე ჟენევაში ძლიერმა ევროპულმა ყოფნამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის საკითხზე ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი მტკიცებით, ახლა წინსვლის მყარი საფუძველი არსებობს.

„ამ პროცესში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და ჩვენი ძალისხმევის ცენტრში უკრაინის ინტერესები დავაყენოთ. საქმე მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას ეხება, ახლა და მომავალში. ლუანდაში დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ერთიანები ვართ უკრაინის მხარდაჭერაში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა: პატივი უნდა სცენ უკრაინის ტერიტორიასა და სუვერენიტეტს, მხოლოდ უკრაინას, როგორც სუვერენულ ქვეყანას, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით.

„ასევე მინდა ხაზი გავუსვა ევროპის ცენტრალურ როლს ქვეყნის მომავალში. ხვალ კიდევ უფრო ჩავერთვებით ჩვენ პარტნიორებთან ერთად „მსურველთა კოალიციიდან“. ბოლოს, დღეს კიდევ ერთხელ წამოვწიე გატაცებული და დაკარგული უკრაინელი ბავშვების მდგომარეობის საკითხი. თითოეული მათგანი სახლში უნდა დაბრუნდეს. მოხარული ვარ, რომ ამ თემას ლიდერებში გამოხმაურება მოჰყვა“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა