კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანდრეი ერმაკი - არავინ უნდა ელოდოს, რომ ტერიტორიას დავთმობთ

ნახვები: 440 ანდრეი ერმაკი - არავინ უნდა ელოდოს, რომ ტერიტორიას დავთმობთ

სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტია, არ დათანხმდება მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ მოაწერს ხელს დოკუმენტს ტერიტორიის დათმობის შესახებ. სანამ ზელენსკი პრეზიდენტია, არავინ უნდა ელოდოს, რომ ჩვენ ტერიტორიას დავთმობთ. ის არ მოაწერს ხელს ტერიტორიის დათმობის დოკუმენტს. კონსტიტუცია ამას კრძალავს. არავის შეუძლია ამის გაკეთება, თუ არ სურს უკრაინის კონსტიტუციისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წასვლა“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, უკრაინა მხოლოდ იმის განსახილველად არის მზად, თუ სად უნდა გაიაროს ომის მხარეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გამიჯვნის ზღვარმა.

„ამჟამად რეალისტურად მხოლოდ შეხების ხაზის განსაზღვრაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა ერმაკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა