სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

დონალდ ტრამპი - პუტინს ომის დასრულება სურს, მას ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა

ნახვები: 435 დონალდ ტრამპი - პუტინს ომის დასრულება სურს, მას ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა

პრეზიდენტ პუტინს ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ ვიცი კრემლი რას აკეთებს. შემიძლია გითხრათ, რომ მათ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდათ პრეზიდენტ პუტინთან. გავიგებთ, თუ რა შედეგი იქნება. პრეზიდენტ პუტინს ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ვერ გეტყვით, თუ რა შედეგს მივიღებთ ამ შეხვედრიდან, რადგან ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ვფიქრობ, უკრაინასთან საკმაოდ კარგი შეთანხმება შევძელით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილება დარჩათ, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება სურს.

„მას ომის დასრულება სურს. ვფიქრობ, სურს, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ვფიქრობ, კვირაში ათასობით ჯარისკაცის სიკვდილის ნაცვლად აშშ-თან ვაჭრობა სურს. მათ [უიტკოფი და კუშნერი] ძლიერი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ მას შეთანხმების დადება სურს. ვნახოთ, რა მოხდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა