ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

მრგვალი მაგიდა: როგორ ეწინააღმდეგება საქართველო გარე ჩარევასა და საერთაშორისო ზეწოლას

ნახვები: 388 მრგვალი მაგიდა: როგორ ეწინააღმდეგება საქართველო გარე ჩარევასა და საერთაშორისო ზეწოლას

თბილისში გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას" ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს ბრძოლა გარე ჩარევასთან“

გაზეთ „სვობოდნაია გრუზიის“ მთავარმა რედაქტორმა ტატო ლაშიშვილმა მოიწვია ექსპერტები: ჟურნალისტი, პროფესორი და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვალერი კვარაცხელია, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე, პუბლიცისტი, სმირნოვების სახლ-მუზეუმის დირექტორი ბაია ამაშუკელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი და პოლიტოლოგი, SIKHA-ს ფონდის დამფუძნებელი არჩილ სიხარულიძე.

ექსპერტებმა განიხილეს საგარეო გავლენასთან ბრძოლის მექანიზმები და ის, თუ როგორ შეუძლია მთავრობას გაუძლოს დასავლეთის ძლიერ ზეწოლას.

„ასეთი შეხვედრების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, თავისუფალი ფორმატით განვიხილოთ ის საკითხები, რომლებიც არსებული პოლიტიკური მეინსტრიმის მიღმა დაგროვდა.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ თემებზე, რომლებიც ტელევიზიით არ შუქდება და ამიტომაც გვსურს, რომ მეტი ასეთი ფორმატი გვქონდეს და უფრო ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში ტრანზიტს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის „ტრამპის გზის“ როლს და რუსეთის პოზიციას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.
სიხარულიძის თქმით, მოსკოვის პოლიტიკა განსაზღვრავს მოვლენების განვითარებას და საქართველომ უკვე გააკეთა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო.

ფილოსოფიის დოქტორმა, პროფესორმა ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ სამყარო სწრაფად იცვლება და მნიშვნელოვანია ახალი რეალობების სწორად შეფასება ქვეყნის მომავლის სტრატეგიის შემუშავებისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა