ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პორტის პროექტი გრძელდება

ნახვები: 397 ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პორტის პროექტი გრძელდება

ანაკლიის პორტის პროექტი გრძელდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უცხოელ პარტნიორებთან თანხმდება კონკრეტული პუნქტები და ისინიც მალე ჩაერთვებიან პროექტის განხორციელებაში.

„მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ეს ვადებს არ ცვლის მარტივი მიზეზის გამო, პირველი ეტაპის სამუშაოები ისედაც თავის თავზე აქვს აღებული სახელმწიფოს. ასე იყო გათვალისწინებული იმ გეგმით, რომელიც თავის დროზე შემუშავდა. დაღრმავებისა და ტალღმჭრელების შექმნის სამუშაოები ფინანსდება უშუალოდ სახელმწიფოს მიერ და ეს პროექტი გრძელდება. ამიტომ ვადებს არანაირად არ ცვლის ის მოლაპარაკებები, რომლებიც გრძელდება კონსორციუმთან. ბოლო ეტაპზე ვართ გასული, არის კიდევ პუნქტები შესათანხმებელი, თუმცა ვფიქრობთ, რომ მალე შეთანხმდება ეს პუნქტები და საბოლოო ჯამში უკვე უცხოელი პარტნიორიც ჩაერთვება ამ პროექტის განხორციელებაში. მანამდე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პროექტი გრძელდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა