კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება - ამოქმედებულია ცხელი ხაზი

ნახვები: 388 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება - ამოქმედებულია ცხელი ხაზი
უხვი ნალექის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება.
 
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილიდან იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზები
და ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზები.
 
გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და მერის პირველი
მოადგილე ბესიკ ფარცვანია ეცნობიან.
 
უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტო ტრანსპორტის შეუფერხებლად
გადაადგილებისთვის.
 
დიდთოვლობის გამო დროებით ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტთა ნაწილისთვის შეზღუდულია
და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
 
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირები ატარებენ ყველა შესაბამის ღონისძიებას პრობლემების
აღმოსაფხვრელად.
 
სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილია შესაბამისი სამსახურებით დაკომპლექტებული შტაბი და
მოქმედებს ცხელი ხაზი: 599 64 70 50
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა