ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

ნახვები: 660 დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. პარალელურად კი, იმედს გამოთქვამს, რომ შეერთებულ შტატებს „მისი გამოყენება არ მოუწევს“.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხი მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ „მკაცრი სანქციები“ უკვე დააწესა.

„მე ამას მხარს ვუჭერ. იმედი მაქვს, მისი გამოყენება არ მოგვიწევს. იცით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები გვაქვს დაწესებული, რუსეთის ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. თუმცა ის გაცილებით დიდია, ვიდრე უკრაინა. იცით, ეს ბევრად უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანაა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს „მწვანე შუქი“ აუნთო. მისივე თქმით, ახალი სანქციები, რომლის დაწესებასაც, შესაძლოა, სენატმა მომავალ კვირას უყაროს კენჭი, ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, კანონპროექტი მეორად სანქციებს დაუწესებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც რუსეთიდან ნავთობსა და გაზს ყიდულობენ, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საომარი მანქანისთვის ფულადი ნაკადი შეწყვიტონ. კერძოდ, სანქციები ითვალისწინებს 500%-იან ტარიფებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს, ურანს და გარკვეულ სხვა საქონელს ყიდულობენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა