კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის - თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა

ნახვები: 434 ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის - თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა

ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ამ დრომდე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. უსაფრთხოების მიზნით, შუამთის მონატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია მობილიზებულია და ამ მიმართულებით მოძრაობას აკონტროლებს.

განსაკუთრებით უხვი ნალექია თელავში, სადაც მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა, შეფერხებაა ცენტრალურ ქუჩებზეც.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდებაზე.

რეგიონში აბონენტთა ნაწილს დენი არ მიეწოდება. „ენერგო - პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ტექნიკური სამსახურები აქტიური რეჟიმით მუშაობენ და მოსახლეობას დენის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ყველა პრობლემურ მონაკვეთზე იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა