კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ელენე ხოშტარია - (ე.წ. საბოტაჟის საქმე) ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქვეყნოდ და ღიად

ნახვები: 374 ელენე ხოშტარია - (ე.წ. საბოტაჟის საქმე) ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქვეყნოდ და ღიად

ე.წ. „საბოტაჟის“ საქმეში მთავარი ის არის, რომ ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქვეყნოდ და ღიად. დასავლეთის მტრად გამოცხადება და საქართველოში მისი ვითომ დამარცხება ოპოზიციის სახით , - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც პარტია „დროა“ აქვეყნებს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთიანად უნდა აჩვენოს, რომ გასამართლებით ვერ დაამარცხებენ ვერც ოპოზიციას და ვერც დასავლეთის იდეას.

„მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ პოლიტიკურ პროცესს. ამ ე.წ. „საბოტაჟის“ საქმეში მთავარი ის კი არ არის, ვის როდის გამოუშვებენ, შეაბრუნებენ, დაიბარებენ, მთავარია, რომ ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქვეყნოდ და ღიად. დასავლეთის მტრად გამოცხადება და საქართველოში მისი ვითომ დამარცხება ოპოზიციის სახით.

აქედან გამომდინარე, აზრი არ აქვს ამ საქმეში რაიმე ინდივიდუალური სამართლებრივი განზომილებების ძებნას. პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთიანად უნდა ანახოს, რომ ეს პროცესი დამთავრდება კრახით, რადგან ე.წ. გასამართლებით ვერ დაამარცხებენ ვერც ოპოზიციას და ვერც დასავლეთის იდეას.

ქართული ოპოზიცია იქნება რეალური მტრისგან, რუსეთისგან, დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზღუდე. ეს პასუხისმგებლობაა ახლა ჩვენზე.

აქვე მინდა, გამოვაქვეყნო წლების წინ საერთაშორისო პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით ჩემ მიერ შემუშავებული დოკუმენტის თავფურცელი, რომელსაც ამაყად, აქტიურად, საჯაროდ და დასაბუთებულად ვუზიარებდი ჩვენი სახელმწიფოს ყველა მეგობარს, რადგან ამაზე გადის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მტრისგან დაცვა. მხოლოდ ბედნიერი ვიქნები თუ ივანიშვილის დასანქცირებაში 1% მაინც არის ჩემი წვლილი. ასევე ბედნიერი ვარ, რომ, როგორც იქნა, ყულევის ტერმინალზე დასავლეთიც საუბრობს. შეუძლებელია, არ გავუწიოთ ყველანაირი წინააღმდეგობა ტერორიზმს, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის და მათ დამხმარე ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს. დღეს სწორედ ამაზე გადის სახელმწიფოს დაცვა და მორალური გადარჩენაც. სირცხვილით რომ არ იწვოდნენ ჩვენი მომავალი თაობები, როცა კითხავენ: და თქვენ რას აკეთებდით, როცა ბუჩა ხდებოდა?

ციხიდან და გარედან, ერთიანად უნდა შევუტიოთ რეჟიმს სიტყვით და საქმით, მათ შორის, ამ პოლიტიკურ პროცესზე! ბოლომდე!

პ.ს. პროცესებზე ჩემთვის დანიშნული სახაზინო ადვოკატის მიერ წარმოთქმული არცერთი სიტყვა ჩემთან კავშირში არ არის და არ იქნება”, - განაცხადა ელენე ხოშტარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა