კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი და თავდაცვის საბჭოს მდივნი დაიღუპნენ

ნახვები: 342 ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი და თავდაცვის საბჭოს მდივნი დაიღუპნენ

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი აბდოლრაჰიმ მუსავი, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გასული წლის ივნისში 12-დღიანი კონფლიქტის დროს მისი წინამორბედის დაღუპვის შემდეგ ხელმძღვანელობდა, შაბათის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

სააგენტოს ცნობით, ლიკვიდირებულია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადეც.

მანამდე ირანმა კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფიგურის : ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის გარდაცვალება დაადასტურა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა