კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი გაზრდის თავის ბირთვულ არსენალს

ნახვები: 396 ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი გაზრდის თავის ბირთვულ არსენალს

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი გაზრდის თავის ბირთვულ არსენალს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე მიიღო, რადგან გლობალურად კონფლიქტების ბირთვული იარაღით გადაჭრის რისკი იზრდება.

„ამჟამად ჩვენ განვიცდით გეოპოლიტიკური არეულობის პერიოდს, რომელიც სავსეა რისკებით. საჭიროა ფრანგული შეკავების მოდელის გამკაცრება“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, მაკრონმა ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ 2020 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს რეალობა შეცვლილია, რადგან საფრანგეთის კონკურენტები განვითარდნენ და ეს მოითხოვს საფრანგეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლას.

მისივე თქმით, შემაკავებელი ელემენტი უნდა გაძლიერდეს და, ახალი გამოწვევების აღიარებით, საფრანგეთს მოუწევს თავისი ბირთვული არსენალის გაზრდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა