კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ურსულა ფონ დერ ლაიენი - არ უნდა დავღვაროთ ცრემლები ირანის რეჟიმისთვის

ნახვები: 384 ურსულა ფონ დერ ლაიენი - არ უნდა დავღვაროთ ცრემლები ირანის რეჟიმისთვის

მინდა, მკაფიოდ ვთქვა – არ უნდა დავღვაროთ ცრემლები ირანის რეჟიმისთვის. ამ რეჟიმს მოჰქონდა სიკვდილი და რეპრესიები საკუთარი ხალხისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეკრებაზე განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამ რეჟიმმა გამოიწვია დესტაბილიზაცია და ნგრევა რეგიონში.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ირანელი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას და ღირსეულ ცხოვრებას.

„თქვენ მოისმენთ განსხვავებულ შეხედულებებს იმის შესახებ, კონფლიქტი ირანში არის არჩევანი თუ აუცილებლობა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს დისკუსია აცდენილია მთავარ საგანს. ევროპა უნდა იყოს ფოკუსირებული შექმნილი სიტუაციის რეალობაზე, რომ დაინახოს სამყარო, როგორიც ის სინამდვილეში არის დღეს. და მინდა, მკაფიოდ ვთქვა – არ უნდა დავღვაროთ ცრემლები ირანის რეჟიმისთვის. ამ რეჟიმს მოჰქონდა სიკვდილი და რეპრესიები საკუთარი ხალხისთვის. მათ დახოცეს 17 ათასი ახალგაზრდა ადამიანი. ამ რეჟიმმა გამოიწვია დესტაბილიზაცია და ნგრევა რეგიონში მათი მარიონეტებისა და რაკეტების, დრონების გამოყენებით. ბევრმა ირანელმა, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში და ევროპაში იზეიმა აიათოლა ხამენეის სიკვდილი. მათ აქვთ იმედი, რომ ამ მომენტს შეუძლია, გზა გახსნას თავისუფალი ირანისკენ. ვფიქრობ, ირანელი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას, ღირსეულ ცხოვრებას და უფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიცით, რომ ამას თან ახლავს საფრთხე, დესტაბილიზაცია ომის დროს და შემდეგ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისვე თქმით, ახლა სახეზეა რეგიონული კონფლიქტი გაუთვალისწინებელი შედეგებით. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს კონფლიქტი უკვე აისახება ენერგეტიკაზე, ფინანსებზე, ტრანსპორტზე და ვაჭრობაზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში აჩენს ეგზისტენციალურ კითხვებს წესებზე დამყარებული საერთაშორისო სისტემის მომავალთან დაკავშირებით.

„მეტად აღარ შეიძლება, ევროპა იყოს ძველი მსოფლიო წესრიგის დამცველი, იმ მსოფლიოსი, რომელიც გაქრა და აღარ დაბრუნდება. ჩვენ ყოველთვის შევინარჩუნებთ და დავიცავთ წესებზე დამყარებულ სისტემას, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ავაშენეთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამ სისტემას ვეღარ დავეყრდნობით ჩვენი ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ ეს სისტემა დაგვიცავს კომპლექსური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ვართ. ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ევროპული გზა და ვიპოვოთ ახალი გზები პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის; მეორე, რაც აუცილებელია, ჩვენ უნდა შევხედოთ მკაფიოდ და მკაცრად ჩვენს საგარეო პოლიტიკას დღევანდელ მსოფლიოში. მათ შორის, თუ როგორი ხდება ამ პოლიტიკის ფორმირება და გატარება. ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება დაფიქრება, რამდენად არის ჩვენი დოქტრინა, ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესები – რომელთა ფორმირებაც მოხდა ომის შემდგომი სტაბილურობისა და მულტილატერალიზმის დროს – დღეს მიმდინარე ცვლილებებთან შესაბამისი, რამდენად არის ჩვენ მიერ შექმნილი სისტემა – შექმნილი თავისი კეთილი განზრახვებით, კონსენსუსებით და კომპრომისებით – დღეს ხელშემწყობი ან, პირიქით, დამაბრკოლებელი ჩვენი სანდოობის, როგორც გეოპოლიტიკური აქტორისა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა